This isn't an official website of the European Union

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა: უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის კომენტარი პრესისთვის (საქართველოსთან დაკავშირებული ნაწილი)

16.12.2024
ბრიუსელი
EEAS Press Team
Kallas

 

მესამე იყო საქართველოს საკითხი.

საქართველოს მოსახლეობისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება. დემოკრატიები არ ახშობენ ოპოზიციის ხმებს და არ ზღუდავენ მედიის თავისუფლებას.

საპასუხოდ, ჩვენ დავაქვეითეთ პოლიტიკური კონტაქტების დონე და შევწყვიტეთ საქართველოს მთავრობის დაფინანსება.

დღეს ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე და ევროკომისია წინადადებას უკვე წელს წარადგენს.  

ასევე განვიხილეთ საქართველოს მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან.

ასევე გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას, მათ შორის დაფინანსების გადამისამართებით ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე, საქართველოს მოსახლეობასა და დამოუკიდებელ მედიაზე.

იმიტომ, რომ საქართველოს მომავალი, მისი ხალხისთვისაა და საქართველოს მოსახლეობის [...] გადასაწყვეტია, როგორი იქნება ის.

 

 გამოსვლის სრული ტექსტი ინგლისურადhttps://europa.eu/!YppCWJ

ვიდეობმულიhttps://europa.eu/!yWpBd9 (კომენტარი საქართველოზე 16:58-დან)

 

 

 

 

Anitta Hipper
Lead Spokesperson for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0) 2 298 56 91
+32 (0) 460 76 14 21
Anouar EL ANOUNI
Spokesperson for EU Foreign Affairs and Security Policy
+32 (0) 229 13580
Pedro FONSECA MONIZ
Press Officer for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0)2 291 38 76
+32 (0)460 76 14 96
Gioia Franchellucci
Press Officer for Foreign Affairs and Security Policy
+32 229-68041