ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი: სიძლიერე არ ნიშნავს, რომ მართალი ხარ. უსამართლო ომები დამარცხებისთვისაა განწირული
პრეზიდენტ პუტინის ქმედება არამარტო საერთაშორისო კანონმდებლობის უმძიმესი დარღვევაა, არამედ ადამიანთა თანაცხოვრების ძირითადი პრინციპების დარღვევაც არის. ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად, როდესაც ძალა აღმართს ხნავს. მისი სამიზნე არამარტო უკრაინაა, არამედ ევროპის უსაფრთხოება და კანონზე დაფუძნებული მთელი საერთაშორისო წესრიგი, რომელიც გაეროს სისტემასა და საერთაშორისო სამართალს ეფუძნება.
მისმა აგრესიამ არაერთი უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა ადამიანების სურვილი, იცხოვრონ მშვიდობიანად. ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ობიექტებს – რაც ნათელი მაგალითია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის დარღვევისა – რამაც აიძულა ადამიანები ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ. ჩვენ თვალწინაა ჰუმანიტარული კატასტროფა. თვეების განმავლობაში უპრეცედენტო ძალისხმევა გამოვიჩინეთ, რომ დიპლომატიური გზები გამოგვეძებნა. მაგრამ პუტინი ატყუებდა ყველას, ვინც მას ხვდებოდა, თითქოსდა საკითხის მშვიდობიანი მოგვარებით იყო დაინტერესებული. სანაცვლოდ, მან სრულმასშტაბიანი დაპყრობა და სრულფასოვანი ომის გაჩაღება აირჩია.
რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყიტოს სამხედრო ოპერაცია და უპირობოდ გემოიყვანოს ჯარები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. იგივე შეეხება ბელარუსსაც, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აგრესიაში მონაწილეობა და პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს. ევროკავშირი ერთიანია თავის გადაწყვეტილებაში, მტკიცე დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას და მის ხალხს. ეს სიკვდილ – სიცოცხლის საკითხია. მე ვამზადებ გადაუდებელი დახმარების პაკეტს უკრაინელი სამხედრო ძალების მხარდასაჭერად.
ახლა საპასუხოდ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის სრულმასშტაბიან იზოლაციას აირჩევს, რათა პრეზიდენტმა პუტინმა ამ აგრესიისთვის პასუხი აგოს. სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც აფინანსებს ომს, რითაც რუსეთის საბანკო სისტემას დავაზიანებთ და საერთაშორისო რეზერვებზე მის წვდომას შევზღუდავთ.
ევროკავშირმა და მისმა პარტნიორებმა უკვე დაუწესეს რუსეთს მასშტაბური სანქციები, რომლებიც მისი ლიდერების, ელიტების და კრემლის ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ არის მიმართული. მათი მიზანი რუსი ხალხისთვის ზიანის მიყენება არ არის, მიზანი ამ უსამართლო ომის დაფინანსებისთვის კრემლის შესაძლებლობის შესუსტებაა. ამ ქმედებების განხორციელებისას მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან - ესენია აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, სამხრეთ კორეა და ავსტრალია. ასევე ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა და ხალხი მთელი მსოფლიოდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საპროტესტო აქციებს აწყობს, მათ შორის აქ, საქართველოში. ერთად ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს იმ დროს, როდესაც რუსეთი თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაზე შემზარავ თავდასხმას აწყობს.
თავისი დანაშაულების გასამართლებლად კრემლმა და მისმა მხარდამჭერებმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ წამოიწყეს დეზინფორმაციის უზარმაზარი კამპანია. ვნახეთ რუსული სახელმწიფო მედია და მასთან დაკავშირებული პლატფორმები, რომლებიც მოტყუებისა და მანიპულირების მიზნით სიცრუეს სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც კრემლის დეზინფორმაციული საქმიანობის სამიზნე საქართველოც არის და იცის, თუ როგორ აღმოაჩინოს ინფორმაციით მანიპულირების კრემლისეული მცდელობა.
კრემლის პროპაგანდისტები დაპყრობას „სპეცოპერაციას“ უწოდებენ, მაგრამ ეს ცინიკური ევფემიზმი ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ ჩვენ უკრაინის სრულმასშტაბიანი დაპყრობის მოწმენი ვართ, მისი თავისუფლების, ლეგიტიმური მთავრობისა და დემოკრატიული სტრუქტურების დამხობის მიზნით. კიევის მთავრობის „ნეონაცისტებად“ და „რუსოფობებად“ შერაცხვა სისულელეა: უკრაინაში ნაციზმის ყველა გამოვლინება აკრძალულია. თანამედროვე უკრაინაში ექსტრემალური მემარჯვენე კანდიდატები მარგინალური მოვლენაა, ისინი მინიმალური მხარდაჭერით სარგებლობენ და პარლამენტში შესასვლელ ბარიერს ვერ ლახავენ. უკრაინის მთავრობას დონბასი არ მოუკვეთავს და იქ რუსული ენა და კულტურა არ აუკრძალავს. დონეცკი და ლუგანსკი რესპუბლიკები არ არის, ისინი უკრაინის რეგიონებია, რომლებსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი და შეიარაღებული სეპარატისტული დაჯგუფებები აკონტროლებენ.
ჩვენ ეს ვიცით და რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ეს იცის. დაპყრობის დაწყების შემდეგ, მთელი რუსეთის ქალაქებში მშვიდობიანი მეზობელი ერის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტის მოთხოვნით გაბედული საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. გვესმის მათი ხმები და ვაფასებთ მათ გამბედაობას გამოსვლებისას. ასევე, ვხედავთ რუსეთში ბევრ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს ვინც ამ უგუნურ დაპყრობას აპროტესტებს.
ვაგრძელებ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი რეაგირება კრემლის ქმედებების წინააღმდეგ. 25 თებერვალს მხოლოდ რუსეთმა დაადო ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესახებ, ხოლო ჩინეთმა, ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თავი შეიკავეს. მსოფლიოს ქვეყნები გმობენ რუსეთის თავდასხმებს და გენერალურ ასამბლეაზე მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააერთიანოს ძალები და ხელი შეუწყოს რუსეთის სამხედრო აგრესიის დასრულებას გაეროს შესაბამისი რეზოლუციის მიღების საშუალებით. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ალბანეთს, როგორც რეზოლუციის თანაშემდგენელს.
საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის რას ნიშნავს ომი. მან გამოსცადა უდანაშაულო მოქალაქეების ტანჯვა და იცის, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი თავისუფლებისთვის ბრძოლა. მან ძალიან კარგად იცის, თუ რას განიცდის უკრაინელი ხალხი.
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. დღეს, ისე როგორც არასდროს, საზოგადოებებისა და კავშირების ერთად დგომის დროა, რომ ნდობაზე, სამართალსა და თავისუფლებაზე დამყარებული მომავალი ავაშენოთ. მოვიდა დრო, რომ მტიცედ დავდგეთ და ხმა ავიმაღლოთ. სიძლიერე არ ნიშნავს, რომ მართალი ხარ. არც არასდროს ნიშნავდა და არც მომავალში იქნება ასე.
Იხილეთ ასევე
- Albania - Albanian Daily News
- Argentina - El Diario AR
- Banghladesh - bdnews24
- Barbados - Nation News
- Benin - Boulevard des Infos
- Bosnia and Herzegovina - Oslobodjenje
- Brazil - Folha de S. Paulo
- Burkina Faso - LeFaso.net
- Burkina Faso - Wakatsera
- Canada - The Globe and Mail
- Chile - El Mostrador
- Costa Rica - El Observador
- Côte d’Ivoire - Fratmat.info
- Dominican Republic - Diario Libre
- Ecuador - El Vanguardista Online
- Ecuador - Opinion Ecua
- Ecuador - Prensa.ec
- Ecuador - Silveria stereo FM
- Ecuador - Tierra de Nadie
- Ecuador - Vistazo
- El Salvador - elsalvador.com
- El Salvador - La Prensa Grafica
- Eswatini - Eswatini Observer
- Gabon - Gabon Clic
- Gabon - Gabon Info Live
- Ghana - The Finder
- Guatemala - Prensa Libre
- Guinée Conakry - Guinee28
- Guinée Conakry - Guinee Direct
- Guinée Conakry - Guinee Matin
- Guinée Conakry - Guinee News
- Guinée Conakry - Panda Guinee
- Guinée Conakry - Vision Guinee
- Honduras - El Libertado
- Honduras - El Pulso
- India - WION
- Indonesia - The Jakarta Post
- Israel - Jerusalem Post
- Jamaica - Loop News
- Kosovo - Koha.net (Albanian)
- Kosovo - Koha.net (ENG)
- Kosovo - Kossev
- Lebanon – Al Nahar
- Liberia - Frontpage Africa
- Madagascar - L'Express de Madagascar
- Madagascar - Midi Madagasikara
- Malaysia - Malaysia Kini
- Mexico - El Universal
- Mongolia - Gogo
- Montenegro - CDM
- Montenegro - Dan
- Montenegro - Pobjeda
- Montenegro - Portal Analitika
- Montenegro - Vijesti
- New Zealand - NZ Herald
- Nicaragua - La Prensa
- Paraguay - La Nacion
- Peru - La Republica
- Philippines - Business World
- Philippines - Philstar
- Rwanda - Nonaha
- Rwanda - Rwanda News Agency
- Rwanda - The New Times
- Serbia - Beta
- Serbia - N1
- Serbia - Politika Daily
- Switzerland - Le Temps
- Taiwan - Taipei Times
- Taiwan - Liberty Times Net
- Togo - Le Nouveau Reporter
- Trinidad and Tobago - News Day
- United Kingdom - The Guardian
- Ukraine - Euro Integration
- Uruguay - La Diaria
- Venezuela - El Nacional
- Venezuela - El Tiempo
- Venezuela - El Universal
- Venezuela - Opinion y Noticias