This isn't an official website of the European Union

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის მიერ ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდგომ ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული კომენტარი (საქართველოსთან დაკავშირებული ნაწილი)

“ბოლოს მოლდოვასა და საქართველოში არსებული ვითარება განვიხილეთ. ორივე ქვეყანაში [მომავალ] კვირებში გადამწყვეტი არჩევნები იქნება. [...]

საქართველოში უფრო არასახარბიელო სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპისკენ მიმავალი გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადახრაზე მიანიშნებს. ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.

თქვენ იცით, [ევრო]კომისიის გადაწყვეტილება ევროპულ დაფინანსებაზე წვდომასთან დაკავშირებით. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოში დემოკრატიისა და ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება.”

გაეცანით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის მიერ ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდგომ ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული კომენტარის სრულ ტექსტს (ინგლისურად): https://europa.eu/!Vxfn7g

უყურეთ პრეს-კონფერენციის ჩანაწერს 18:24-დან (ინგლისურად): https://europa.eu/!KMw6hb