This isn't an official website of the European Union

წარმომადგენლობის როლი არის საქართველოში ევროკავშირის წარმოდგენა, ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაცია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განმტკიცება.

წარმომადგენლობა პასუხისმგებელია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვან სფეროზე - იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, ვაჭრობა თუ ადამიანის უფლებები, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარება. გარდა ამისა, ჩვენ ვაწარმოებთ ანალიტიკურ საქმიანობას და ვაცნობებთ განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შესახებ, ვგეგმავთ განვითარებაზე მიმართულ თანამშრომლობას პროექტებისა და გრანტების საშუალებით და ზოგადად ვზრდით საქართველოში ევროკავშირის ცნობადობას, მასთან დაკავშირებულ ინფორმირებულობას და ურთიერთგაგებას.

რას ვაკეთებთ

ევროკავშირი საქართველოში 1995 წლიდან მუშობს და მას შემდეგ ქვეყანაში ევროკავშირის წარმოდგენაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გააძლიერებასა და განვითარებაზე მიმართული დახმარების უზრუნველყოფაზე არის პასუხისმგებელი

საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობა თბილისში 1995 წელს გაიხსნა. 

მას შემდეგ, რაც 2009 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა ლისაბონის შეთანხმება, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობა ევროკავშირის წარმომადგენლობად გარდაიქმნა.  

თბილისის წარმომადგენლობა  ერთ–ერთია იმ 140 წარმომადგენლობას შორის, რომელიც ევროკავშირს აქვს მთელს მსოფლიოში.  

ევროკავშირის წარმომადგენლობა დიპლომატიური მისიის სტატუსით სარგებლობს და ოფიციალურად წარმოადგენს ევროკავშირს საქართველოში.  

დღესდღეობით, ევროკავშირი შედგება 27 წევრი ქვეყნისგან, ჰყავს დაახლოებით 450 მილიონი მოსახლე და წარმოaდგენს უდიდეს სავაჭრო ბლოკს მსოფლიოში. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის მანდატი შემდეგ საქმიანობას მოიცავს:

  •  საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მხარდაჭერა სამთავრობო უწყებებს შორის ფართომასშტაბიანი კავშირების ხელშეწყობის გზით; ასევე, ევროკავშირის ცნობადობის, მისი ინსტიტუტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმირების გაზრდა.
  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი.
  • საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირის განვითარების შესახებ; ევროკავშირის პოლიტიკის ცალკეული  მიმართულების განმარტება და დაცვა.
  • ევროკავშირის დახმარების პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა.

განვითარებაზე მიმართული დახმარება

ევროკავშირი არის საქართველოს უდიდესი პარტნიორი განვითარების სფეროში, რომლის პორტფოლიო 500 მილიარდ ევროს აღემატება

საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად ევროკავშირი ყოველწლიურად გრანტების სახით 120 მილიონ ევროს გამოყოფს. ეს დახმარება ფოკუსირებულია ეკონომიკურ განვითარებასა და განათლებაზე, მმართველობასა და ადამიანის უფლებებზე, გარემოს დაცვაზე და ადამიანებს შორის კონტაქტზე. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი ფინანსური დახმარება მთავრობისთვის, ტექნიკური დახმარების პროექტები, გრანტები სამოქალაქო საზოგადოებისთვის ან წვდომა ევროკავშირის პროგრამებზე, როგორიცაა Erasmus +, Horizon2020 ან Creative Europe.

იმისათვის, რომ გაიგოთ მეტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების შესახებ, გადადით ბმულზე Eu4georgia.ge

 

  • Image
    Image of Delegation building with EU flag in front

    ფოტო: წარმომადგენლობის შენობა და ევროკავშირის დროშა

    Copyright: EU Delegation to Georgia

ჩვენი ოფისი

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი მდებარეობს თბილისის ცენტრში, მასში არის ოთხი განყოფილება და 65 თანამშრომელი მუშაობს

ევროკავშირის წარმომადგენლობაში დასაქმებულია 65 ადამიანი, აქედან 40% უცხოელია.

ევროკავშირის წარმომადგენლობა ოთხი განყოფილებისგან შედგება:

  • პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილება.
  • თანამშრომლობის (პროექტების) განყოფილება.
  • ფინანსების, კონტრაქტების და აუდიტის განყოფილება.
  • ადმინისტრაციული განყოფილება.

თითოეულ განყოფილებას ყავს განყოფილების უფროსი. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი არის ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, რომელიც კოორდინირებას უწევს ყველა განყოფილების მუშაობას.