მოგზაურობა და სწავლა
მოგზაურობა და სწავლა
საქართველოს მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ევროკავშირის ორგანიზაციებში, პოლიტიკასა და სხვადასხვა საკითხებში ჩართულობის შესაძლებლობები მრავალგვარია. ასეთივე შესაძლებლობები აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში
ვიზები
საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ
უვიზო რეჟიმი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძალაში შევიდა 2017 წლის 28 მარტს. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეუძიათ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრება 90 დღით ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.
უვიზოდ მოგზაურობა მოიცავს შემდეგ 30 ქვეყანას - ევროკავშირის წევრ შენგენის სივრცის ქვეყნებს: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი. ევროკავშირის წევრ შენგენის კანდიდატ ქვეყნებს: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია.
ევროკავშირის არაწევრ შენგენის სივრცის ქვეყნებს: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.
უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობები გულისხმობს მოკლევადიან ვიზიტებს. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ უფლება რომ იცხოვრონ 3 თვეზე მეტი ხანი ან დასაქმდნენ შენგენის სივრცეში. იმ პირებმა, ვისაც არ აქვთ ბიომეტრიული პასპორტი, უნდა აიღონ ვიზა. იგივე წესები მოქმედებს მათთვის ვისაც სურს მუშაობის დაწყება მოკლევადიანი ვიზიტის დროს - ან სურს რომ დარჩეს 90 დღეზე მეტი. ამ დროს ვიზის აღება და სამუშაო ნებართვა არის საჭირო.
დასაქმება ან ცხოვრება შენგენის სივრცეში შესაბამისი ცხოვრების უფლების ან სამუშაო ნებართვის გარეშე უკანონოა.
ბმული: უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის შენგენის ზონაში.
განათლება და სწავლა
2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მე -4 მიზნის შესაბამისად, ევროკავშირი ისწრაფვის "უზრუნველყოს ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება ყველასათვის და ხელი შეუწყოს სწავლას მთელი ცხოვრების განმავლობაში ". ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში განათლებას სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირი შენატანებისა და კონკრეტული პროექტებისთვის სახსრების მოწოდების გზით
სასწავლო პროგრამები
Erasmus + არის ევროკავშირის პროგრამა ევროპაში განათლების, ახალგაზრდობის, ტრენინგისა და სპორტის ხელშესაწყობად. 26.2 მილიარდი ევროს ოდენობის დაახლოებითი ბიუჯეტით, მას აქვს ძლიერი საერთაშორისო მიმართულება და ბევრი შესაძლებლობის მომტანია.
2021-2027 წლების პროგრამის ყურადღების ცენტრში არის სოციალური ჩართულობა, ეკოლოგიური და ციფრული გარდაქმნა და დემოკრატიულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა.
იგი მხარს უჭერს პრიორიტეტებსა და საქმიანობებს, რომლებიც განსაზღვრულია ევროპის განათლების სივრცეში, ციფრული განათლების სამოქმედო გეგმაში და ევროპული უნარების დღის წესრიგში. პროგრამა ასევე
- მხარს უჭერს სოციალური უფლებების ევროპულ საყრდენს.
- ახორციელებს ევროკავშირის ახალგაზრდული სტრატეგიას 2019-2027 წლებისთვის.
- ავითარებს ევროპულ განზომილებას სპორტში.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:
https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/node_en
და ეწვიეთ Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ვებ – გვერდს: https://erasmusplus.org.ge/en
მოხალისეობა
არსებობს მოხალისეობის მრავალი გზა ევროპულ და საერთაშორისო დონეზე. 17-30 წლის ახალგაზრდები მონაწილეობენ პროექტებში, რომელიც 2 კვირიდან 12 თვემდე გრძელდება. შემოთავაზებული შესაძლებლობების შესახებ რომ გაიგოთ, გადადით ბმულზე: https://europa.eu/youth/go-abroad/voluntering_en
ევროკავშირის ვიზიტორთა პროგრამის (EUVP) ფარგლებში, ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდა პოლიტიკურ ლიდერები და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელები დაპატიჟებულები არიან ჩამოვიდნენ ინდივიდუალური სასწავლო ვიზიტით, რათა შეხვდნენ ევროპარლამენტის წევრებს, ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ევროკავშირის სხვა დაინტერესებულ მხარეებს.