„აგროტურისტული ფესტივალი 2021“ ხელს უწყობს რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის რეგიონში აგროტურიზმისა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობას
აღნიშნულმა ფესტივალმა, მთიან რეგიონებში, ხელი შეუწყო ბიზნეს თანამშრომლობის შესაძლებლობის შექმნას ტურიზმის ოპერატორებსა და სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს შორის და აგროტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროების ცნობიერების ამაღლება / პოპულარიზაციას.
ღონისძიებაზე წარდგენილი იყო 65 მეწარმე ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ტყიბულის, ჭათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან, სადაც ფერმერებმა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა გამოფინეს შემდეგი პროდუქტები: ჩაი, მევენახეობა, ღვინო, ძმარი, კარტოფილი და მეფუტკრეობა, ასევე გლამპინგების, გესტჰაუსების, სათავგადასავლო ბანაკების, ღვინის ტურიზმისა და სხვა ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების მომსახურება.
ფესტივალი ოფიციალურად გახსნა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა სიგრიტ ბრეტელმა, საქართველოში შვედეთის საელჩოს მისიის მოადგილემ/ განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ერიკ ილესმა - და საქართველოში ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე კარნერმა .
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა: „ჩვენთვის პატივია ვიყოთ „აგროტურიზმის ფესტივალი 2021“ მასპინძლები საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუწყონ სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას საქართველოს მთიან რეგიონებში. ამ რთულ პერიოდში მოხარულნი ვართ, რომ შევძელით ჩვენი რესურსების გაერთიანება და ევროკავშირთან, შვედეთთან და ავსტრიასთან ერთად შევქმენით ფართო შესაძლებლობები ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის.“
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა სიგრიდ ბრეტელმა აღნიშნა: „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ულამაზეს რეგიონის ბუნებრივმა სილამაზემ, კულტურულმა მემკვიდრეობამ და აქ მცხოვრები ხალხის სტუმართმოყვარეობამ. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, მათ შორის ავსტრია და შვედეთი, მხარს უჭერენ ეკოლოგიურად მდგრად ტურიზმსა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. ტურიზმი და გარემოს დაცვა ერთიან კონცეფციაში უნდა მოისაზრებოდეს არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად, არამედ ბუნებისა და ადგილობრივი ტრადიციების დასაცავად“.
საქართველოში შვედეთის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილემ და განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ერიკ ილესმა განაცხადა: მე პირველად ვიმყოფები რაჭაში და ვფიქრობ, რა საოცარია მთიან საქართველო და აქ მცხოვრები ხალხი. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ წარმოდგენილმა მეწარმეებმა, შვედეთის, ევროკავშირისა და ავსტრიის მხარდაჭერით უკვე მიაღწიეს წარმატებას და წინ მიიწევდნენ. მინდა ხაზი გავუსვა ერთ-ერთ მთავარ მიღწევას გენდერული თვალსაზრისით. მე დავინახე, რომ საშუალოდ მხარდაჭერილი ბიზნესის 33-37% ფლობენ ქალბატონები, რაც მყარი საფუძველია შემდგომში გენდერული თანასწორობისთვის“.
საქართველოში ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კარნერმა ხაზგასმით აღნიშნა: „ეს ღონისძიება არის ევროპული ოჯახის - ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ავსტრია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ორგანული მეურნეობისა და მდგრადი სამთო ტურიზმის სფეროში და ჩვენ მოუთმენლად ველით გაგიზიაროთ ჩვენი წარმატებული გამოცდილება. დღეს, პირველად, აგროტურისტული ფესტივალის ფარგლებში აქტიურად ჩაერთნენ ორგანული პროდუქტების მწარმოებლებიც. ჩვენ, მადლობელნი და მოხარულნი ვართ, რომ პროექტ GRETA-ს მეშვეობით, მხარს ვუჭერთ აგროტურიზმის ასოციაციას წარმოადგინოს ამდენი საინტერესო ორგანული მწარმოებელი და მდგრადი ტურისტული სერვისის მომწოდებლები. სწორედ ისინი წარმოადგენენ მისაბაძ მაგალითებს და შთააგონებენ სხვებს ბიზნესის განვითარებისკენ, როგორც რაჭაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“.
“აგროტურისტული ფესტივალი 2021“ ფოტო ბმული
GRETA| „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა საქართველოში“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით უკვე ორი წელია მიმდინარეობს, და მას საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. მცირე და საშუალო მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ საჭირო ფინანსური დახმარება საკუთარი წარმოებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად, აღმოაჩინონ ახალი საბაზრო შესაძლებლობები და ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქტის წარმოებით კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქტს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ამ ვებგვერდზე: www.gretaproject.ge
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ:
„რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაცია“ / იოსებ გეწაძე / 599103192 / [email protected]
პროექტი GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა / ანა ქაბზინაძე / 577777163 /[email protected]