This isn't an official website of the European Union

საქართველო კვლევის და ინოვაციის „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამას უერთდება

08.12.2021

მარია გაბრიელმა, ევროკომისარმა ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლების და ახალგაზრდობის სფეროში მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის.

მარია გაბრიელმა, ევროკომისარმა ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლების და ახალგაზრდობის სფეროში მიიღსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელ ჰორიზონტ ევროპა“ პროგრამის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის.

ევროკომისიამ და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კვლევის და ინოვაციის პროგრამასთან, ჰორიზონტი ევროპა (2021-2027), ასოცირების სტატუსს ანიჭებს. ქართველ მკვლევრებს, ნოვატორებს და კვლევით ორგანიზაციებს ახლა შეუძლიათ, ევროკავშირის 95.5 მილიარდი ევროს ღირებულების პროგრამაში იმავე სტატუსით მიიღონ მონაწილეობა, რომლითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები სარგებლობენ. „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამასთან ასოცირების შესახებ შეთანხმება დღეიდან ამოქმედდა და იურიდიული ძალა შეიძინა.

„ვულოცავ საქართველოს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას, რაც საშუალებას მისცემს ქართველ მკვლევარებს, ნოვატორებს და კვლევით ორგანიზაციებს „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამაში მონაწილეობა მიიღონ. ეს ასოცირება სარგებლობას მოუტანს არა მარტო ქართველ მეცნიერებს, ნოვატორებს და განათლების სექტორის წარმომადგენლებს, არამედ - ევროკავშირს და სხვა ასოცირებულ ქვეყნებსაც, რომელთაც სურთ დინამიკურ და ინიციატივიან პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობა“, - განაცხადა მარია გაბრიელმა, ევროკომისარმა ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლების და ახალგაზრდობის სფეროში.

„ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერეს ევროკომისარმა გაბრიელმა და საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის მთავარი მომლაპარაკებელი და ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე ქ-ნი სიგნე რატსო და საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ბ-ნ ვახტანგ მახარობლიშვილი.

ასოცირება მხარს უჭერს „გლობალურ მიდგომას კვლევისა და ინოვაციებისადმი“ და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპის ერთგულებას გლობალური ღიაობის დონისადმი, რომელიც საჭიროა მაღალი ხარისხის მისაღწევად, რესურსების გასაერთიანებლად უფრო სწრაფი სამეცნიერო პროგრესისთვის და დინამიური ინოვაციური ეკოსისტემების განსავითარებლად საერთო პრიორიტეტების ფარგლებში, როგორიცაა ეკოლოგიურ და ციფრულ გარდაქმნასთან ერთიანი მიდგომა.

საკითხის ისტორია

საქართველო 2016 წლიდან მოყოლებული სრულად იყო ასოცირებულიჰორიზონტ 2020-თან“, რომელიც  ევროკავშირის კვლევის და ინოვაციის წინა, 2014-2020 წლების პროგრამა გახლდათ. ამ პროგრამაში საქართველოს ასოცირების უდიდესი მიღწევა იყო მონაწილეობა მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობებში, ჯანმრთელობის, საზოგადოებრივ და კვლევით ინფრასტრუქტურებში.

წარმატების მრავალი ისტორია არსებული წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. ეს ისტორიები მოიცავს მრავალ სამეცნიერო სფეროს, რომელთა შორისაცაა E-FIX პროექტი, რომლის მიზანია ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება და მდგრადი ენერგეტიკული პროექტების დაფინანსება ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე Black Sea Horizon პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის ორმხრივი რეგიონული თანამშრომლობის მდგრად გაუმჯობესებას მეცნიერების, ტექნოლოგიის და ინოვაციების (STI) სფეროში.

დამატებითი ინფორმაცია (მხოლოდ ინგლისურად)

International cooperation with Georgia

Europe’s Global Approach to Research and Innovation

Horizon Europe

International cooperation with Georgia

Europe’s Global Approach to Research and Innovation

Horizon Europe