This isn't an official website of the European Union

მომავალი თაობებისთვის დემოკრატიის ფორმირება

დემოკრატიის დაცვა სულ უფრო რთული ხდება არსებულ გლობალურ გარემოში, რომელსაც მრავალი კრიზისი, მზარდი სოციალური უთანასწორობა, მულტილატერალიზმზე ზეწოლის გაძლიერება და ციფრული ტექნოლოგიების ტრანსფორმაციული გავლენა ახასიათებს. დემოკრატიის ამ საერთაშორისო დღეს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ახალგაზრდების გაძლიერებაზე და დემოკრატიის მიმართ მათი ნდობის აღდგენის მნიშვნელობაზე, რადგან დემოკრატია ის სისტემა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ინდივიდებსა და საზოგადოებებს, განსაკუთრებით მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების, სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრის, კეთილდღეობის ხელშეწყობისა და ცხოვრების სტილის ჩამოყალიბების საკითხებში.

 

დემოკრატიის გაძლიერებისადმი ერთიანი მიდგომის ხელშეწყობა, ჩვენს გვერდ მყოფ ახალგაზრდებთან ერთად

ევროკავშირი ხელს უწყობს დემოკრატიისადმი კომპლექსურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ასპექტს, როგორიცაა: სანდო არჩევნები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მშვიდობა, უსაფრთხოება (ეკონომიკური უსაფრთხოების ჩათვლით), განვითარება და ვაჭრობა.

2020 წელს მიღებული ევროკავშირის სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის შესახებ, საგარეო ურთიერთობებში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით (სადაც ახალგაზრდობა ამ ჩარჩოს ფუნდამენტური ელემენტია), კომპლექსურ პოლიტიკასა და ოპერატიულ მიდგომას ითვალისწინებს.

Youth Democracy Cohort - extract of a video displaying young woman sharing her testimony

Click on the image to watch the full video published on LinkedIn.

ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება: უფლებებისა და პოლიტიკური ჩართულობის გაზრდა

ახალგაზრდები ძალიან ხშირად პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გადაწყვეტილების მიღების პროცესებიდან გარიყულები არიან. უფრო ძლიერი, მეტად ლეგიტიმური, ინკლუზიური, მშვიდობიანი და დემოკრატიული საზოგადოებების ასაშენებლად, ისინი დემოკრატიის გაძლიერებაზე მიმართული ჩვენი ქმედებების ცენტრში უნდა იყვნენ.

ევროკავშირმა 2022 წელს მიიღო სამოქმედო გეგმა საგარეო ქმედებებში ახალგაზრდობის ჩართულობის შესახებ. ამ კონტექსტში მიღებული ერთ-ერთი მთავარი ფლაგმანი პროგრამა არის ქალები და ახალგაზრდობა დემოკრატიაში (WYDE)“, რომელიც მხარს უჭერს ქალებისა და ახალგაზრდების - როგორც მოქალაქეების, ამომრჩევლების, პოლიტიკოსების, კანდიდატების და არჩეული თანამდებობის პირების - საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობას.

WYDE ინიციატივა გააძლიერებს ქალებისა და ახალგაზრდების ხმას და ლიდერობას, ახალგაზრდობის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების ხელმძღვანელობით მომუშავე ორგანიზაციების მთელს მსოფლიოში, მათი უფლებების გაზრდის, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმეებში მონაწილეობის შესაძლებლობათა გაფართოების საშუალებით. ეს ინიციატივა დაეხმარება ადგილზე მომუშავე ორგანიზაციებსა და ახალგაზრდა აქტივისტებს, რომლებიც ჩართულები არიან ისეთ საქმიანობაში, როგორიც არის: კორუფციასთან ბრძოლა, არჩევნებზე სამოქალაქო დაკვირვება, დემოკრატიული რეფორმების ადვოკატირება, სამოქალაქო განათლება, ხმის მიცემის უფლების ხელშეწყობა, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა.

ახალგაზრდების ჩართულობის ჩვენი ვალდებულების ფარგლებში, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე პირები დაინიშნნენ ევროკავშირის წარმომადგენლობებში მთელ მსოფლიოში. ისინი ფუნდამენტურ როლს ასრულებენ ევროკავშირის დიპლომატიური ქსელის ადგილზე გაფართოების საკითხში, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობით ქმედებების გაძლიერებასთან დაკავშირებით.

#OurVoiceOurFuture (ჩვენი ხმა ჩვენი მომავალი): სიტყვ ახალგაზრდებს გადაეცემა

მთელ მსოფლიოში ახალგაზრდების მიმართ ევროკავშირის ერთგულების ილუსტრაცია არის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინიციატივა „ჩვენი ხმა, ჩვენი მომავალი“. ახალგაზრდების მიერ მართული სოციალური მედიის კამპანია #OurVoiceOurFuture უთმობს ახალგაზრდა ლიდერებს პლატფორმას, რომ გააზიარონ მომავლის შესახებ ხედვა, რომელიც დაფუძნებულია სოლიდარობასა და თანამშრომლობაზე, სადაც ადამიანის უფლებები შეიძლება წარმატებით იყოს დაცული და ახალგაზრდებს ცვლილებების სტიმულირების შესაძლებლობა ექნებათ.

წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75 წლისთავს აღნიშვნისას ძლიერი და მდგრადი დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში ახალგაზრდების მონაწილეობის სასიცოცხლო მნიშვნელობას ვაღიარებთ.