This isn't an official website of the European Union

ინფორმაცია 2022 წლის 22 ივნისს გამართული ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მე-15 შეხვედრის თაობაზე

23.06.2022
ბრიუსელი
EEAS Press Team

2022 წლის 22 ივნისს, ქ. ბრიუსელში გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის რიგით მე-15 შეხვედრა. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის 2021 წლის ივლისის შემდეგ განვითარებების თაობაზე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხელშეწყობის და დაცვის მიმართულებით.

საქართველოს დელეგაციას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი, რიჩარდ ტიბელსი. ამასთან, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ემონ გილმორმა.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის შემდეგი შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია 2023 წელს თბილისში.

Peter Stano
Lead Spokesperson for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0)460 75 45 53