This isn't an official website of the European Union

2024 წლის კომუნიკაცია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით (ამონარიდი საქართველოს შესახებ)

2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით გათვალისწინებული ცხრა ნაბიჯი გადადგმებოდა. მთავრობამ მოამზადა სპეციალური სამოქმედო გეგმა ცხრა ნაბიჯის განსახორციელებლად და გამოხატა თავისი მზაობა ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების წინ წასაწევად. თუმცა, 2024 წლის მარტ განვითარდა შემაშფოთებელი მოვლენები, რომლიც არ ასახავს მთავრობის მიერ გაცხადებულ ვალდებულებას ევროკავშირისკენ მიმავალ  გზასთან დაკავშირებით. მათ შორისაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიციირების გადაწყვეტილება და ამ კანონის 28 მაისს მიღება და ასევე 17 სექტემბერს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღება. 2024 წლის 17 ოქტომბერს, 27 ივნისის დასკვნებზე დაყრდნობით, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსის თაობაზე, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი არის დაფუძნებული. ევროპულმა საბჭომ კვლავ აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს.

26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს. არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარმა დასკვნებმა გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომსაჰქონდა ადგილი დაძაბულ და მკვეთრად პოლარიზებულ გარემოში. მოხსენებული ხარვეზები მათ შორის მოიცავს საარჩევნო პროცესის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებ, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებულ ხშირ კომპრომისებ, პროცედურულ შეუსაბამობებ, დაშინება და ამომრჩევლებზე ზეწოლა, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ეს წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაც უკვე წინა საკვანძო რეკომენდაციებში ხაზგასმით აღინიშნა.

დასკვნები და რეკომენდაციები

2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყვა ხელისუფლების საკმარისი პოლიტიკური ნება ქვეყნის ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმები განხორციელებინა.

პირიქით, მნიშვნელოვანმა ნეგატიურმა მოვლენებმა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ, ისევე როგორც საქართველოს ოფიციალური პირების ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულმა ძლიერმა ნარატივებმა, მძიმედ იმოქმედა საქართველოს ევროკავშირის ტრაექტორიაზე. შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერდა. ასევე ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ მოხსენებით განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის განხორციელების კუთხით საქართველოს წინსვლა უმნიშვნელო იყო.

26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს. არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარმა დასკვნებმა გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომელსაც დაძაბულ და მკვეთრად პოლარიზებულ გარემოში ჰქონდა ადგილი. მოხსენებული ხარვეზები მათ შორის მოიცავს საარჩევნო პროცესის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებულ ხშირ კომპრომისებს, პროცედურულ შეუსაბამობებს, დაშინებას და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ეს წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაც უკვე წინა საკვანძო რეკომენდაციებში ხაზგასმით აღინიშნა. ეუთო / ოდირის საბოლოო ანგარიშის რეკომენდაციები რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.

ახლა უმთავრესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით. ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

საჭიროა, რომ საქართველო ცხრა ნაბიჯის განხორციელებას პრიორიტეტულად დაუბრუნდეს. გარდა ამისა, საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი უნდა გააუქმოს და თავი შეიკავოს სხვა ქმედებებისგან, რომელიც ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებს - ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობების განუყოფელ ნაწილს. საქართველომ ასევე უნდა განაახლოს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის მისაღწევად. საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაბალი რჩება და თუმცა იგი ცდილობდა თავისი ტერიტორიის ფარგლებში და მისი გავლით სანქციების თავიდან არიდების  შეზღუდვას, საქართველო რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ მიმართული სანქციების პაკეტებს არ შეუერთდა.

უფრო მეტიც, ხელისუფლებამ ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ  დეზინფორმაციის გავრცელება უნდა შეწყვიტოს და ამის ნაცვლად დეზინფორმაციასთან საბრძოლველად და მტრული პოლიტიკური რიტორიკის დასაძლევად ქმედებები გააძლიეროს. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ სათანადოდ იყოს გამოძიებული თავდასხმები მედიასაშუალებებზე, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე და მათი მუშაობისთვის ხელსაყრელი გარემო იყოს გარანტირებული. საჭიროა ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა კანონის უზენაესობის რეფორმის კუთხით, მაღალი დონის კორუფციის დაძლევისა და ოლიგარქიული გავლენის აღმოფხვრის მიმართულებით, რაც საშუალებას მისცემს საკმარისი საჯარო და საპარლამენტო ზედამხედველობის არსებობას სამართალდამცავი უწყებების მუშაობაზე და საჯარო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველოსთან პარტნიორობის მეტად გაღრმავების, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებების შესაბამისად. თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების არსებულ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და არ გამოიჩენს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუწყვეტელი პრობლემური საკითხების გადაჭრასა და ძირითადი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის განხილვას ვერ შეძლებს.

 

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2024 წლის კომუნიკაციის სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ.

2024 წლის კომუნიკაციევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ინგლისურ ენაზე