This isn't an official website of the European Union

მოწვევა საქართველოს 2021-2027 წწ. მრავალწლიანი ინდიკატური პროგრამის (MIP) განხილვაში მონაწილეობის მისაღებად

ევროკავშირი საქართველოს 2021-2027 წწ. მრავალწლიანი ინდიკატური პროგრამის (MIP) შუალედურ შეფასებას ატარებს. შეფასების მიზანს მრავალწლიანი ინდიკატური პროგრამის (MIP) ვადის მეორე ნახევრის განმავლობაში მისი კორექტირების საკითხის განხილვა წარმოადგენს. აღნიშნული სამუშაო გლობალური ევროპა - მეზობლობის, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის (NDICI) შუალედური მიმოხილვის ნაწილია.

შეფასების ჩატარებაში დახმარების მისაღებად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პარტნიორებსა და დაინტერესებულ მხარეებს სთხოვს, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები ამჟამად მოქმედი ფინანსური დახმარების ჩარჩოს თაობაზე. დისკუსიის სწორად წარმართვის მიზნით, ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე კითხვა, რომლებსაც შეგიძლიათ ქვემოთ გაეცნოთ.

საქართველოში ჩვენი პარტნიორების მოსაზრებების მიღება ამ კითხვებზე პასუხების სახით 15 აგვისტომდე გაგრძელდება. პასუხების გაცემა შესაძლებელია ონლაინ კითხვარის საშუალებით. კონსულტაციების შედეგები შეფასების პროცესში ევროკავშირის დელეგაციის მიერ შეტანილი წვლილის შემადგენელი ნაწილი გახდება.

საქართველოს 2021-2027 წწ. მრავალწლიან ინდიკატურ პროგრამას (MIP) შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე. საქართველოსთან ჩვენი მუშაობის კუთხით პროგრამის მიმდინარე პრიორიტეტებია:

  • პრიორიტეტი 1: მედეგი, მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკა
  • პრიორიტეტი 2: ანგარიშვალდებული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და უსაფრთხოება
  • პრიორიტეტი 3: გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობა
  • პრიორიტეტი 4: მდგრადი ციფრული ტრანსფორმაცია
  • პრიორიტეტი 5: მდგრადი, გენდერული ნიშნით თანასწორი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება

* * * * * 

კითხვები შუალედური შეფასებისთვის (ონლაინ გამოკითხვაhttps://forms.gle/moESq2R4gSDaqaKRA):

  1. რომელია ის 2-3 ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც მიღწეულ იქნა საქართველოში ხუთი პრიორიტეტული სფეროდან თითოეულში 2021 წლის იანვრიდან 2023 წლის ივნისამდე?
  2. აღწერეთ საქართველოში 2021 წლის იანვრიდან ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად მიღწეული ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული ცვლილებები პოლიტიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური რეფორმების, მიგრაციისა და მობილობის სფეროებში, აგრეთვე დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
  3. როგორ შეაფასებდით საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) და მისი ექვსი წამყვანი პროექტის[1], აგრეთვე ევროპის გუნდის მიდგომისა და მის ინიციატივების (TEI) განხორციელებას?
  4. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა (EIP) თავისი წამყვანი პროექტებით, ევროპის გუნდის მიდგომასა და მის ინიციატივებთან (TEI) ერთად, ხელს უწყობს საქართველოში ტრანსფორმაციულ რეფორმებს, ეკონომიკური შედეგების მიღწევის პარალელურად.
  5. თქვენი აზრით, რომელია ის მნიშვნელოვანი შიდა ფაქტორები/პირობები, რომლებიც არ არსებობს და რომლებსაც შეუძლიათ საქართველოში ტრანსფორმაციული/დადებითი ცვლილებები გააძლიერონ?
  6. რა რეკომენდაციებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოგვცემდით 2024-2027 წლებში საქართველოს განვითარებისათვის საკვანძო რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირის მხარდაჭერის გასაძლიერებლად? შეუძლიათ თუ არა ევროკავშირის მხარდაჭერის იმ პრიორიტეტულ სფეროებს, რომლებიც განსაზღვრულია მრავალწლიან ინდიკატურ პროგრამაში (MIP), ტრანსფორმაციული/დადებითი ცვლილებების სტიმულირება.
  7. რა რეკომენდაციებს მოგვცემდით მრავალწლიანი ინდიკატური პროგრამის (MIP) ვადის მეორე ნახევარში (2024-2027 წწ.) ევროკავშირის მხარდაჭერის განხორციელების პირობებთან, ბენეფიციარების თუ განმახორციელებელი პარტნიორების შერჩევასთან  დაკავშირებით?

 

 

[1] წამყვანი პროექტები:

1a: კავშირი შავი ზღვით - ევროკავშირთან საინფორმაციო კავშირების გაუმჯობესება;

1b: კავშირი შავი ზღვით ევროკავშირთან ენერგეტიკული კავშირების გაუმჯობესება;

2. ტრანსპორტი შავი ზღვის გავლითსაქართველოსა და ევროკავშირს შორის ფიზიკური კავშირების გაუმჯობესება ფიდერული/საბორნე ხაზებისა და განახლებული პორტების საშუალებით;

3. ეკონომიკური აღდგენა - 80 000 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან (DCFTA) სრული სარგებლის მისაღებად;

4. ციფრული კავშირი მოქალაქეებისათვის - მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა 1000 სასოფლო თემისთვის;

5. ჰაერის გაუმჯობესებული ხარისხიმილიონზე მეტი თბილისელი სუფთა ჰაერს ისუნთქებს;

6. ენერგოეფექტურობა შენობებში