This isn't an official website of the European Union

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ნაწილი საქართველოსთან დაკავშირებით

საქართველო

25. ევროპული საბჭო მხედველობაში იღებს 2024 წლის ივნისისა და ოქტომბრის გადაწყვეტილებებს და კვლავ გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. საბჭო წუხილს გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე.

26. ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეები, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ.

27. ევროპული საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გზას ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ თავისი დღევანდელი მოქმედებების კურსის შეცვლის შემთხვევაში.

ნახეთ საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების სრული ტექსტი (ინგლისურად): https://europa.eu/!HTvP94