ევროკომისიის თანამშრომლების სამუშაო დოკუმენტი ანალიტიკური ანგარიში რომელიც მომზადდა ევროპის პარლამენტში, ევროპული საბჭოსა და საბჭოში ევროკომისიის კომუნიკაციის შემდეგ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების განაცხადის თაობაზე
*INFORMAL TRANSLATION*
წინამდებარე ანალიტიკური ანგარიში ასრულებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადის თაობაზე 2022 წლის 17 ივნისს მიღებულ ევროკომისიის მოსაზრებას.1 ის აფასებს ქვეყნის ზოგად უნარს, დაიცვას წევრობით დაკისრებული ვალდებულებები, ანუ ევროკავშირის კანონმდებლობის მთლიანი კორპუსი, როგორც განსაზღვრულია [სადამფუძნებლო] შეთანხმებით, მეორადი კანონმდებლობითა და ევროკავშირის პოლიტიკით (ევროპის კავშირის კანონმდებლობა (acquis)).
ანალიტიკური ანგარიში არის სტრუქტურული შეფასება ევროპული საბჭოს მიერ 1993 წელს კოპენჰაგენში მიღებული და ევროპული საბჭოს შემდგომი გადაწყვეტილებებით დადგენილი კრიტერიუმების მიმართ. ის განავითარებს იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოსთან ევროკავშირის ხანგრძლივი მჭიდრო თანამშრომლობისა და მის მიერ 2022 წლის 11 და 19 აპრილს დეტალურ კითხვარებზე პასუხების შედეგად. ასოცირების შეთანხმება, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება (AA/DFCTA) მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობის მნიშვნელოვან ნაწილს. ის ასევე იძლევა ყოვლისმომცველ ინსტიტუციურ მოწყობას ორმხრივი დიალოგისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანდათანობითი დაახლოების პროცესის მონიტორინგისთვის. 2016 წლიდან, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობის განხორციელება წარმოდგენილია ევროკავშირის წლიურ „ასოცირების განხორციელების ანგარიშებში“. წინამდებარე ანალიტიკური ანგარიში არ ეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების მდგომარეობას.
წინამდებარე ანგარიში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაზე ევროკავშირის კანონმდებლობის 33 თავთან, გარდა იმ სფეროებისა, რომელიც დეტალურად იყო მოცული მოსაზრებაში. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვის გაფართოების გადამუშავებული მეთოდოლოგიის2 მიღების შემდეგ, ევროკავშირის კანონმდებლობა დამატებით სტრუქტურირებულია ექვს თემატურ ჯგუფად (cluster).
წინამდებარე ანგარიში აფასებს 2022 წლის ივნისისთვის არსებულ სიტუაციას, როდესაც ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება. არსებული მდგომარეობის აღსაწერად ანგარიშში გამოყენებულია შემდგომი შეფასებითი სკალა: ადრეული სტადია, მომზადების გარკვეული დონე, საშუალოდ მომზადებული, მომზადების კარგი დონე და საკმაოდ განვითარებული.